Wednesday, June 28, 2017

მერვე დღის რეფლექსია.

სულ სხვა გვერდზე ვწერდი,დღეს გავიგე,ვისარჯებოდი ტყუილად.
მნიშვნელოვანი დღე იყო.რეფლექსია,განვლილი დღის მასალის განმკიცება. ახალი დავალებების მიღება.დავიღალე...

მერვე დღის რეფლექსია


Tuesday, June 13, 2017

რეფლექსიები.

ინტელის ტრენინგი ახმეტის მე-2საჯარო სკოლაში.

პირველი დღის რეფლექსია.
გამიხარდა ტრენინგზე გამოძახება.  რადგან, ყოველი ახალი ცოდნის გაგება და სწავლა
მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდისათვის.
გავეცანით მიზნებსა და ამოცანებს.
უნდა მოვიფიქროთ იდეა და გეგმა.



მეორე დღის რეფლექსია.
ტრენინგი იყო საინტერესო.
განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლება, ფონის შერჩევა,თემის შემოტნა,
სამომხმარებლო ბლოგი,ვირტუალური დისკი,ოპერატიული მეხსიერება,იდეის
გენერირება.
იყო საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი. ქ-ნმა ლალიმ თითოეულ ჩვენგანს
მოგვცა რეკომენდაციები იდეის და გეგმის ფორმირებაში.ვისწავლეთ ჩვენთვის
საჭირო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება.
ვისწავლეთ დრაივში საქაღალდის შექმნა,ატვირთვა,შენახვა,ვირტუალურ დისკზე
ინფორმაციის შენახვა.



მესამე დღის რეფლექსია.
სიამოვნებით დავდივარ ტრენინგზე. არაჩვეულებრივი ტრეერი გვყავს.
სიღრმისეულად ვეუფლებით ახალ ცოდნას.შევიტანეთ ცვლილებები,

ვისწავლეთ დამატებით საჭირო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება.

Tuesday, June 6, 2017

პროექტის მიზნები.


 მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის მოძიებას სემი ხალხის შესახებ.მოძიებული ინფორმაციის გაანალიზებას.როგორ ცხოვრობდა სემი ხალხი წინათ და როგორ ცხოვრობენ დღეს.რამდენად შეიცვალა მათი ცხოვრება. ტექსტის წერას სემი ხალხის შესახებ,პრეზენტაციის გაკეთებას თანაკლასელების წინაშე.


პროექტის იდეა

  სემი,  მომთაბარე ხალხი.
სემი ხალხის თავისებურებები წარსულში და დღეს.
 როგორ პირობებში უწევდათ
ცხოვრება და შრომა. რამდენად შეიცვალა მათი ცხოვრების სტილი.რა ცვლილებები
განიცადეს ბოლო ასი წლის განმავლობაში. უკეთ გასაგებად იძიებენ ინფორმაციას,
ადარებენ სემი ხალხის ყოფას წარსულსა და აწმყოში. მოსწავლეები  მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას
სემი ხალხის ტრდიციების შესახებ და წარადგენენ დასრულებულ ნამუშევარს მიზნობრივი ჯგუფის წინაშე.